"კლოუნადა" - გუგავა "ოცნების" ყრილობაზე
"კლოუნადა" - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა "ოცნების" გუშინდელ პარტიულ ყრილობას. ოპოზიციის წევრმა პარალელი ხეების ამოთხრასა და გადარგვასთან გაავლო და თქვა, რომ ივანიშვილი მაღალჩინოსნებს სწორედ ასევე ექცევა.
არანაირი პარტიული ყრილობა ეს არ იყო. ეს იყო ჩვეულებრივი კლოუნადა, როდესაც ივანიშვილმა ისე როგორც ხეს მოთხრის სადღაც და გადმორგავს ან ზებრას ერთი მოლიერიდან მეორე მოლიერში გადაიყვანს, ასე მოხსნა ერთი პრემიერ-მინისტრი, გადააბა მეორე ადგილზე და მეორე გადმოიყვანა წინ, - ამბობს გიორგი გუგავა.