ვინ იქნება კობახიძის გუნდში და რა სამთავრობო პროგრამა აქვს ახალ პრემიერს - დოკუმენტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება
მთავრობის დამტკიცების პროცედურები პარლამენტში ინაცვლებს. დღეს ზუსტად ხუთ საათზე წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს ირაკლი კობახიძის გუნდი და სამთავრობო პროგრამა.
ახალ პრემიერს ნდობა პარლამენტმა მომდევნო კვირას უნდა გამოუცხადოს. კობახიძეს ფორმალურად, მაგრამ მაინც სჭირდება სალომე ზურაბიშვილის თანხმობაც და ხელმოწერაც.
წარმოდგენილი იქნება სამთავრობო გუნდის შესახებ ინფორმაცია, იქიდან გამოჩნდება პროგრამა, ხედვა, ყველაფერი ეს გვპირდება იმას, რომ მომდევნო კვირა იქნება საინტერესო.
რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება ოპოზიციამ კონსტრუქციულობა გამოავლინოს ამ პროცესთან მიმართებაში, გულწრფელად გითხრათ, მაღალი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მინდა ვცდებოდე და აღმოჩნდეს, რომ იქნება ოპოზიცია კონსტრუქციული.
როგორც ამ დრომდე იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს, უსაგნო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, იმავდროულად, გარკვეულ ანგაჟირებული განცხადებების კეთებას და ა.შ. ყველაფერს გარდა საქმიანი დისკუსიისა, სამწუხაროდ, ასეთი გახდა ჩვენი ოპოზიციის ბუნება,“ - ამბობს სარჯველაძე.
მოსმენები გაიმართება კომიტეტებში და ასევე იქნება მოსმენა ოპოზიციასთანაც და უმრავლესობასთანაც. იგეგმება, რომ ორშაბათიდან დაიწყოს უკვე ეს მოსმენები და ხუთშაბათისთვის მოხდეს პლენარულ სხდომაზე ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცება,“ - ამბობს ქადაგიშვილი.
საგაზაფხულო სესია პარლამენტში მომდევნო კვირას გაიხსნება, საკანონმდებლო ორგანომ მომდევნო კვირიაში კობახიძეც უნდა აირჩიოს პრემიერად და პრეზიდენტის ანგარიშიც უნდა მოისმინონ დეპუტატებმა.