პარლამენტი ჯარიმების მოხსნაზე მუშაობას იწყებს - ოპოზიცია წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობს

28.06.21 12:06
პარლამენტი ჯარიმების მოხსნაზე მუშაობას იწყებს - ოპოზიცია წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობს

წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩევლის მოსყიდვა - პარლამენტი ირაკლი  ღარიბაშვილის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს.  პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ 245 ათას ადამიანსა და 344 იურიდიულ პირს მთავრობა ჯარიმებს ჩამოაწერს.  „ქართული ოცნება“ ამნისტიას 76  მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე აცხადებს.

ოპოზიცია თვლის, რომ წინასაარჩევნოდ ჯარიმების მოხსნა უსამართლობა იქნება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ჯარიმები უკვე გადაიხადეს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ  აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება. 

აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში ჩადგნენ ადამიანები, ვინც გადაიხადეს ჯარიმები და ვისაც არ გადაუხდია. ესეც არის გასათვალისწინებელი და ესეც არის უსამართლობა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იმიტომ, რომ თუ მათ ადარდებდათ ამ ადამიანების ბედი, შესაძლებელი იყო ამის ადრე მოგვარება და ახლა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე , რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანიაა, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგი ჩიხლაძე. 
 

მსგავსი სიახლეები