კლინიკები იძულებულები გახდნენ შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტების მდგომარეობაზე - მზია ქედელიძე

02.02.24 11:45
კლინიკები იძულებულები გახდნენ შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტების მდგომარეობაზე - მზია ქედელიძე

„საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა რეგულაციების შემოღების შედეგად, კლინიკები იძულებულები გახდნენ შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რის შედეგადაც კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ იღებენ პაციენტებს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მზია ქედელიძემ  განაცხადა.

ქედელიძის თქმით, ამ დამძიმებული ვირუსული დაავადებების ფონზე სახელმწიფო პაციენტებს არ და ვერ სთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს გარდა კლინიკების დაჯარიმების და დასჯისა.

ენმ-ს წერვრი პირდაპირ ამბობს, რომ ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტების მდგომარეობაზე.

საქართველოს მთავრობის მიდგომები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. სხვადასხვა რეგულაციების შემოღების შედეგად კლინიკები იძულებულები გახდნენ კატასტროფულად შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა,  რის შედეგადაც ვეღარ ხდება შესაბამისი პაციენტების მიღება . კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ იღებს პაციენტებს.  
კლინიკები  იძულებული არიან მიიღოს პაციენტები  კანონმდებლობიდან გამომდინარე ჯარიმების აცილების მიზნით და შემდეგ ეძებენ ადგილს სხვა კლინიკებში მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც სარისკოა ასეთი ტიპის პაციენტებისთვის ვისაც სჭირდება სასწრაფო რეანიმატოლოგიური მკურნალობა, რადგანაც კლინიკამ უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა რეანიმობილით და ამ დამძიმებული ვირუსული დაავადებების ფონზე სახელმწიფო არ და ვერ სთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს გარდა ერთისა,  კლინიკების დაჯარიმების და დასჯისა.
ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტის არსებულ მდგომარეობაზე. მკურნალობა რომელზეც დამოკიდებულია პაციენტის შემდგომი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეფერხებულია, რადგანაც უადგილობის გამო შეიძლება გადაყვანილი იქნას სხვა ქალაქში ან რეგიონში, მოგეხსენებათ მაშინ როდესაც პაციენტს დარღვეული აქვს სასიცოცხლო ფუნქციები, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფაქტია პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შედეგიც ხშირად სავალალოა.” - განაცხადა მზია ქედელიძემ.