კობახიძე დაამცირა ივანიშვილმა, როდესაც საკუთარი ადამიანები არ დაანიშნინა მინისტრთა კაბინეტში - დეკანოიძე

02.02.24 12:08
კობახიძე დაამცირა ივანიშვილმა, როდესაც საკუთარი ადამიანები არ დაანიშნინა მინისტრთა კაბინეტში - დეკანოიძე

"ახლა კობახიძე დაამცირა ივანიშვილმა, როდესაც საკუთარი ადამიანები არ დაანიშნინა მინისტრთა კაბინეტში", - ამ განცხადებას "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე აკეთებს. დეკანოიძის თქმით, მთავრობის დამტკიცებას დაესწრებიან. 

დეკანოიძე თვლის, რომ ივანიშვილმა კობახიძე დაამცირა, როდესაც არ მისცა მთავრობის ახალი წევრებით ფორმირების უფლება.

სამთავრობო ცვლილებებზე ჩემი პოზიცია იცით, რომ პირველ რიგში, კატეგორიულად არ ვუჭერ მხარეს სამთავრობო ცვლილებებს და ახლა კობახიძე დაამცირა ივანიშვილმა, როდესაც საკუთარი ადამიანები არ დაანიშნინა მინისტრთა კაბინეტში. მანამდე გადაწყვეტილი იყო შეცვლა მთლიანად, მაგრამ ახლა არ დაანიშნინა თავისი მინისტრები და კიდევ ერთხელ დაამცირა ღარიბაშვილის შემდეგ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.