"მე ვყიდულობ ბილეთს" - ბერლინალეზე წამსვლელი პროპაგანდისტების დელეგაცია 34-მდე გაიზარდა

02.02.24 12:22
"მე ვყიდულობ ბილეთს" - ბერლინალეზე წამსვლელი პროპაგანდისტების დელეგაცია 34-მდე გაიზარდა

ბერლინალეზე წამსვლელთა  დელეგაცია 34-მდე გაიზარდა. ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოდან დამატებით ორი ადამიანი მიდის.

მომღერლების,  პოს-ტვის თანამშრომლების და შალვა რამიშვილის მეგობრების გარდა,  ვარსკვლავურ სიაში შეიყვანეს პროდიუსერი ვერონიკა გაბრიაძე და ირაკლი ბერიძე, რომელიც გერმანიაში რეჟისორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი ბერიძემ არ ისურვა, დაედასტურებინა ინფორმაცია, მიდის თუ არა ბერლინალეზე. ბერიძე საჯარო წყაროებში ირაკლი ბერიძე იძებნება მხოლოდ რუსეთში მოღვაწე პროდიუსერად, რომელსაც Kinopoisk.ru-ზე შეიძლება ნახოთ. 

შეიძლება (წავიდე). არ მინდა ამაზე ლაპარაკი,“ - ამბობს ირაკლი ბერიძე.

რაც შეეხება ვერონიკა გაბრიაძეს, ის არის ლევან გავრიაძის მეუღლე, რომელიც კინორეჟისორია და მასთან ერთად მიემგრავრება ფესტივალზე. ლევან გაბრიაძის თქმით, მისი მეუღლე კინოპროდიუსერია და საკუთარი ხარჯებით მიჰყავს. 

ერთად მივდივართ ბერლინში, მე ვყიდულობ ბილეთს და ჩემთან ერთად მოდის. ვერონიკა არის ჩემი პროდიუსერი და ჩვენ თვითონ ვიხდით მის გამო, საჭიროა, პრეზენტაციაში მიიღოს მონაწილეობა. მარტო აკრედიტაცია...“ - ამბობს ლევან გაბრიაძე, რეჟისორი.

ასეთი რამ ისტორიას ჯერ არ ახსოვს, როგორც ჩანს, ბაჩო ოდიშარიამ, რომელსაც  უფუნქციოდ დარჩენილი კინოცენტრი ჩააბარეს, გადაწყვიტა, რომ ახალი ისტორიის წერა თავად დაიწყოს. კინოცენტრის გარეთ დარჩენილი ადამიანები მომხდარს აპროტესტებენ.  

იქ დასაქმებულმა ადამიანებმა არ იციან, თუ რა ტიპის უწყებაში მუშაობენ, ჰგონიათ, რომ ტურისტული ფუნქციების მატარებელია ეს უწყება. იმედია, გასაჯაროვდება პროგრამა, თუ რა მიზნით მიემგზავრებიან ეს ადამიანები, რომ გაამართლონ და დაასაბუთონ ჩვენი ბიუჯეტიდან დახარჯული სახსრები,“ - ამბობს დეა მეტრეველი.