სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური (კერძოდ, სხეულის რენტგენო ინსპექტირების მოწყობილობით) დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 610 გრამი) გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 67 447.12 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.