სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან
აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებულების ადვოკატს უქმნის შტაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ლექტორებს სამაგალითოდ სჯის.
ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას და პირიქით, მზად არიან, რომ აანაზრაურონ ეს ზიანი და პირიქით, ჩვენი მხრიდან უფრო არის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის, აღსრულების სამსახურთან, რომ დროულად წარმართულიყო ეს პროცესები. აი, ამ გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არის პრობლემური, უსამართლო და ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რომ თითქოს ეს ღოსნიძიება ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მკაცრი სადამსჯელო ხელის ჩვენებას დაკავებულების მიმართ, - ამბობს აკავებულების ადვოკატი გურამ იმნაძე.
ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას - საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.