ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება - DRI-ს მწვავე ანგარიში

02.02.24 13:31
ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება - DRI-ს მწვავე ანგარიში

ქვეყანაში პრორუსული დაჯგუფების გავლენები იზრდება -  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მწვავე ანარიშს აქვეყნებს. მესამე სექტორის წარმომადგენლები 8 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ქვეყანაში გავითარებულ პროცესებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ულტრამემარჯვენეების აქტივობებმა საგანგაშო ნიშნულს მიაღიწეს. კითხვები ჩნდება მათი როგორც საქმიანობის, ასევე ფინანსური მონიტორინგის კუთხითაც. გავლენიან ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პრორუსულად განწყობილი დაჯგუფების მიმართ ხელისუფლება ლოიალურად არის განწყობილი, ქვეყანაში კი ანტიდასავლური რიტორიკა ღრმავდება.

ცალკეულ შემთხვევებში ხელისუფლებისა და "ალტ ინფო" კონსერვატორული მოძრაობის მესიჯბოქსი არის იდენტური. მაგალითად, ერვოკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე ევროკავშირი რომ უსამართლო იყო. ამას მეტნაკლებად ერთი და იგივე მესიჯებით ამბობდა როგორც ხელისუფლება, ასევე ულტრამემარჯვენე "ალტ-ინფო" კონსერვატორული მოძრაობა. გარდა ამისა, ფარცხაალძესთან დაკავშირებით გამორჩეული პოლიტიკური გაერთიანება დაჯგუფება იმ თვალსაზრისით, რომ მან უკვე დაიწყო წინასაარჩევნო შეხვედრები. გასულ წელს მან 7 საარჩევნო შეხვედრა გამართა რეგიონებში, - ამბობს ამბობს DRI-ს დირექტორი თამარ ხიდაშელი.

ამასთან, კვლევაში საუბარია 5 ივლისის მოვლენებზეც. მესამე სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას დააკავოს ის ადამიანები,რომლებიც მედიაზე ძალადობენ.