"ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა, ვერ შემაშინებენ" - ამ წუთებში, ნატა ფერაძე საპატიმროში გადაჰყავთ

02.02.24 13:04
"ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა, ვერ შემაშინებენ" - ამ წუთებში, ნატა ფერაძე საპატიმროში გადაჰყავთ

 

 

ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოსამართლის დადგენილებას აცნობენ ნატა ფერაძეს - სამოქალაქო აქტივისტი საპატიმროში გადაჰყავთ.

5 დღის გატარება მოუწევს საპატიმროში ნატა ფერაძეს. აქტივისტი ამბობს რომ ვერ შეაშინებენ და გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება, უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ ახლა ციხის, ვნახოთ, იქ რეებს მიქარავენ. სახლში როგორ იქცევიან, ამას ხედავთ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ", - განაცხადა ნატა ფერაძემ.

სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.