ვიცე-პრემიერად კობახიძე ირაკლი ჩიქოვანს ნიშნავს - "პირველებმა" სამთავრობო ცვლილებების დეტალები გაარკვია
ვინ იქნება ვიცე-პრემიერი - კობახიძე ახლა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტში რამდენიმე საათში გადაგზავნის.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ კობახიძე ლევან დავითაშვილს, ირაკლი ჩიქოვანით ჩაანაცვლებს ანუ გამოდის, რომ მისი კადრი პარლამენტიდან ერთდროულად თავდაცვის მინისტრიც იქნება და პრემიერის მოადგილეც.
სავარაუდოდ, არჩევნებამდე კობახიძე გავლენებს პარტიაშიც და სამინისტროებშიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.
"ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა გუშინ სამთავრობო გუნდის შემადგენლობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მქონდეს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით პასუხები, მე ამას შეგნებულად არ მოგახსენებთ იმ მიზეზის გამო, რომ უმჯობესია, კორექტული ვიყო და ვადროო ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხის გაცემა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ამის ექსკლუზიური უფლება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს," - ამბობს სარჯველაძე.
რაც შეეხება ვიცე-პრემიერების პოზიციას, ეს პრემიერის გადასაწყვეტია, მას შეუძლია ჰყავდეს რამდენიმე ვიცე-პორემიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად მოხდება ამის გადანაწილება და არანაირი პრობლემა არ იქნება, რომელი მინისტრი შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერობას და რომელი თავიდან მიიღებს," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტს რამდენიმე საათში კობახიძე სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ რჩება ღარიბაშვილის გუნდიდან კობახიძის კაბინეტში.