თემურ ჯანაშია - ეს ხელისუფლება მე-12 წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს... მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც არაფერს შეცვლის
ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ მაგიდის გარშემო ცვლის სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის - მთავრობაში გადაადგილება ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში არაფერს შეცვლის, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა არ აქვს, მოლოდინი, რომ დასმულ კითხვებზე პასუხებს მიიღებს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით განხილვაში, დავუსვამთ კითხვებს, თუმცა ეს კითხვები იქნება რიტორიკული და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხებს ვერ მვიიღებთ. ეს ხელისუფლება მეთორმეტე წელია მხოლოდ ცვლის მაგიდის გარშემო სკამებს, არაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობისთვის, არ ქმნის დოვლათს ქვეყნისთვის, არ ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არის გადაადგილება მტავრობაში, რომელიც არაფერს არ შეცვლის ქვეყანაში. ეს არის ოლიგარქის პირადი გადაწყვეტილება.“- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.