მანჯგალაძე კობახიძეზე: CV-ისთვის შეიძლება დააწინაურეს, მაგრამ პოლიტიკური კარიერისთვის ეს არის დასასრული

02.02.24 13:29
მანჯგალაძე კობახიძეზე: CV-ისთვის შეიძლება დააწინაურეს, მაგრამ პოლიტიკური კარიერისთვის ეს არის დასასრული

"CV-ისთვის შეიძლება დააწინაურეს, მაგრამ პოლიტიკური კარიერისთვის ეს არის დასასრული", - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, კობახიძეს მთავრობაში გავლენა არ ექნება.

ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ჰქონდა 100-პროცენტიანი საკონტროლო პაკეტი, მაგრამ მთავრობაზე ექნება ნულოვანი გავლენა, რაც არ უნდა ადამიანები მიიყვანოს მთავრობაში. შესაბამისად, გადავხედოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს ქართული ოცნების, ვისაც ეგონა, რომ დაწინაურდა, სინამდვილეში  გაუშვეს სახლში, ახლა კობახიძეც დგას ამ დილემის წინაშე - CV-ისთვის შეიძლება დააწინაურეს, მაგრამ პოლიტიკური კარიერისთვის ეს არის დასასრული,“ - ამბობს მანჯგალაძე.