დავითაშვილის ნაცვლად რომ ჩიქოვანი დანიშნოს, სულაც არ ნიშნავს, რომ კობახიძე თავის გავლენას ზრდის - დაუშვილი
"უფრო რეგიონულ ჭრილში საარჩევნო გათვლა უფრო მეტად იქნება ეგ, ვიდრე კობახიძის გავლენების გაძლიერება," ამ განცხადებას "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი აკეთებს და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილის ირაკლი ჩიქოვანით შეცვლის საკითხს ეხმაურება.
როგროც დაუშვილი ამბობს, კობახიძის ეს ნაბიჯი აჩვენებს არა იმას, რომ მას გავლენა ექნება მთავრობაში, არამედ საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის სჭირდება.
დავითაშვილის ნაცვლად რომ ჩიქოვანი დანიშნოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით კობახიძე თავის გავლენას ზრდის, ეს სხვა რამეზე უფრო მიუთითებს, უფრო რეგიონულ ჭრილში საარჩევნო გათვლა უფრო მეტად იქნება ეგ, ვიდრე კობახიძის გავლენების გაძლიერება,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.