ოზურგეთში ყველაზე დიდ აეროპორტს ავაშენებთ, რომელიც შექმნის ათი ათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე დებს პირობას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთში აეროპორტს ააშენებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ლევან ხაბეიშვილმა ოზურგეთში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ ოზურგეთიდან საზღვარგარეთ 25 ათასი ადამიანი გავიდა. მისი თქმით, აეროპორტის აშენება ადგილობრივებს სამუშაო ადგილების და ღირსეული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
“ოზურგეთში მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი ფაქტობრივად გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში, ოზურგეთში 50 პროცენტს მოსახლეობის არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან და ხუთი წლის განმავლობაში და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძია ივანიშვილი პარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათი ათასობით სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან, მათ შორის ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას. აქ წარმოდგენილია კომპანიები, რომელიც გავიდა რუსეთიდან სანქციის პირობებში. ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ 5 000 კომპანია გავიდა რუსეთიდან, 266 მილიარდი კაპიტალი, 4-6 მილიონამდე სამუშოა ადგილი და არცერთი სამუშაო ადგილი, არცერთი კომპანია, არცერთი მილიონი არ მოსულა საქართველომდე და საქართველოში, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული შესაძლებლობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ აქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები, აშენდება ყველაზე დიდი აეროპორტი, შეიქმნება ლოჯისტიკური ცენტრი და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული შემოსავალი. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმაახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" , გამარჯვების კოალიცია გამარჯვებისთანავე, ცხადია, ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათი ათასობით სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეები არათუ გაიქცევიან, მათ შორის, ოზურგეთიდან, ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას.
აქ წარმოგენილია, მათ შორის, კომპანიები, რომელიც გავიდა რუსეთიდან სანქციის პირობებში. 5 ათასი კომოანია გავიდა რუსეთიდან, 266 მლრდ-ის კაპიტალი, 4 დან 6 მლნ-მდე სამუშაო ადგილი და არცერი სამუშაო ადგილი, არცერთი კომპანია, არცერთი მილიონი არ მოსულა საქართველომდე. ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული შესაძლებლობა და ეს ნიშნავს, რომ ივანიშილი პარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები.
ამიტომ ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აშენდება ყველაზე დიდი ეროპორტი, აშენედბა ლოჯისტიკური ცენტრი და ჩვენს მოქალაქეებს ექნება ღირსეული შემოსავალი, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.