წულუკიანს ან ვინმეს მსგავსი მუქარის მეოთხედი რომ მისვლოდა, ყ**რებით დაკიდებდა რადიკალებს - ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე დაკავებულია - სამოქალაქო ატივისტს უკვე ხელბორკილები დაადეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მის დასაკავებლად სამართალდამცველების მთელი ამალა იყო მისული.
ნატა ფერაძე სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რადიკალების მრავალჯერადი მუქარის მიუხედავად, სახელმწიფოს მის დასაცავად არაფერი გაუკეთებია, განსხვავებით აშშ-ს წარმომადგენლებისგან, რომლებმაც სამოქალაქო აქტივისტს დახმარება შესთავაზეს.
ფერაძის თქმით, ამის მეოთხედი მუქარა რომ მისვლოდა თეა წულუკიანს ან სხვა რომელიმე მაღალჩნოსანს, რადიკალებს " ყ**რებით დაკიდებდნენ".
მუქარის შეტყობინებებს ვიღებდი რამდენიმე დღის განმავლობაში, ამის მეოთხედი რომ მისვლოდა წულუკიანს ან ვინმეს, ყვერებით დაკიდებდნენ ამეებს. არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ, სრულიად დაუცველი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა შემომთავაზეს დახმარება, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, ასევე მყავს მეგობრები, აქტივისტები, თქვენ მყავრხართ, მედია.
როგორც კი ციხიდან გამოვალ, ვაკეთებ სტალინის მსხვერპლთა მემორიალს. ვდგამ პარტიზანულად დიდი აბრით და დიდი ამბებით. ეს მემორიალი მაინც გაკეთდება", - განაცხადა ფერაძემ დაკავების პროცესში.
სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს.
ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.
რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.