საარჩევნო წელი მოდის და ხელისუფლებას სჭირდება ფლირტი საპატრიარქოსთან და მოძალადე ჯგუფებთან - ხასაია ფერაძის დაკავებაზე

02.02.24 16:00
საარჩევნო წელი მოდის და ხელისუფლებას სჭირდება ფლირტი საპატრიარქოსთან და მოძალადე ჯგუფებთან - ხასაია ფერაძის დაკავებაზე

სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს რომ დღეს, ნატა ფერაძის დაკვეთით გომელაურის უწყებამ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ნამდვილი სანახაობა მოაწყო.

გელა ხასაია ამბობს, რომ საარჩევნო წელი მოდის და ხელისუფლებას სჭირდება ფლირტი როგორც საპატრიარქოსთან და ისე მოძალადე ჯგუფებთან და სწორედ ამას ემსახურება ნატა ფერაძის დასჯა.

რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი სამართალი და მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ზოგადად "ქართული ოცნება" ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც მათი მხარდმჭერები არ არიან, ამიტომ, მათთვის კანონი საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება ამ ქეისს, საარჩევნო წელი მოდის და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სჭირდება ფლირტი საპატრიარქოსთან, ფლირტი მოძალადე ჯგუფებთან და ეს იყო მათგან დასტური იმისა, რომ ისინი ყველაფერს იზამენ, რომ საპატრიარქოს ჰქონდეს თავისი გავლენა, თავისი კომფორტი", - ამბობს გელა ხასაია. 

სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.