არ მახსენდება კობახიძე საოკუპაციო ხაზთან, ის ანტიდასავლურ პროპაგანდას აორგანიზებდა პარლამენტში - აქუბარდია
"მე არ მახსენდება ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან, მე არ მახსენდება თამაზ გინტურის სამძიმარზე," - ამ განცხადებას დეპუტატი თეონა აქუბარდია აკეთებს.
აქუბარდიას თქმით, დიდი სხვაობა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას შორის არ იქნება, რადგან კობახიძე ანტიდასავლურ პროპაგანდას პარლამენტში აორგანიზებდა.
მე არ მახსენდება ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან, მე არ მახსენდება თამაზ გინტურის სამძიმარზე, თუ იყო, ბოდიშს მოვიცდი. მე მახსოვს ის, რომ 26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, როდესაც ჩვენს მამაც სამხედროებთან ერთად იყო დღესასწაული, ის იქ რომ არ იყო, ეს ყველას კარგად ახსოვს, შესაბამისად, მოცემულობაში, როდესაც ირაკლი კობახიძე ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით იყო დაკავებული იმით, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას აორგანიზებდა პარლამენტში. ძალიან შორს არის მისი აქამდე წარსულში საქმიანობა - გავრილოვის მასპინძლობით დაწყებული, ანტიდასავლური ღია პროპაგანდით დამთავრებული პატრიოტიზმთან,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.