ოპოზიცია საოკუპაციო ხაზთან რა ფორმითაც დადის, შარვლების ჩახდით, ასეთ რამეს არ ვკადრულობთ - მიქანაძე
"ირაკლი კობახიძე არაერთხელ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. მეორე, ოპოზიცია საოკუპაციო ხაზთან რა ფორმითაც დადის, შარვლების ჩახდით, ასეთ რამეს არ ვკადრულობთ და არც ვიკადრებთ," - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აკეთებს.
მიქანაძის თქმით, ახალი მთავრობის და პრემიერის მიზანი ბიუჯეტით დაგეგმილი აქტივობების შესრულება იქნება.
ძირითადი აქტივობები დაკავშირებული იქნება ბიუჯეტის შესრულებაზე და ბიუჯეტით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებით, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ესაც მანიპულაციური განცხადებაა, ეს ყოველთვის დღის წესრიგში იდგა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი,“ - განაცხადა მიქანაძემ.