პარლამენტში შესვლა იქნება კრიზისის მოგვარების შედეგი - აკაკი ბობოხიძე

13.03.21 14:49
პარლამენტში შესვლა იქნება კრიზისის მოგვარების შედეგი - აკაკი ბობოხიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ შეთანხმებამდე პარლამენტში არ შევა. ამის შესახებ ბობოხიძემ ტვ პირველის დღის ეთერში განაცხადა. 

ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსავალზე. თუ ვინმეს გონია რომ ოპოზიცია თავს მიწაში ჩაყოფს და პრობლემებს არ დაინახავს ეს ესე არ იქნება. გონიათ რომ აღარ დავიწყებთ კრიზისზე ლაპარაკს და შევალთ პარლამენტში? ესე წარმოუდგენიათ? პარლამენტში შესვლა იქნება კრიზისის მოგვარების შედეგი, თუ კრიზისი მოგვარდება და შევთანხმდებით რიგგარეშე არჩევნებზე მაშინ ოპოზიციას არაერთხელ უთქვამს, რომ შევალთ პარლამენტში - ამბობს ბობოხიძე. 

 ჟურნალისტის კითხვაზე დათანხმდება თუ არა "ოცნება" ოპოზიციას პლებისციტზე ან რიგგარეშე არჩევნებზე, ბობოხიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერაფერს მოიგებს და იზოლაციაში მოექცევა. 

მსგავსი სიახლეები