აითაჯის საქმე - აღმოჩნდებიან თუ არა ბრალდებულის სკამზე სკოლის დირექტორი და მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები?
დააპატიმრებენ თუ არა აითაჯის სკოლის დირექტორს - უკვე რამდენიმე საათია, რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლის კითხვებს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა და სკოლის დირექტორი პასუხობენ.
პროკურორის დღევანდელმა განცხადებამ დატოვა განცდა, რომ უკანონო ქორწინების ამბავი იმაზე მეტმა ადამიანმა იცოდა, ვიდრე ცნობილია. მათ შორის, სავარაუდოდ, მოიაზრება სკოლის დირექტორიც, რომელსაც შესაძლოა, დანაშაულის შეუტყობინებლობა მოედავონ.
აქამდე, რაც მოწმეები დაიკითხნენ, ყველა მიგვანიშნებდა ბრალდებულების უდანაშაულობის შესახებ და განსაკუთრებით აქცენტს აკეთებდნენ აითაჯის დედის მცდელობებსა და სურვილებზე, რომ გამოეყვანა აითაჯი, თუმცა აითაჯმა გადაწყვიტა დარჩენა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ დღევანდელი მოწმეებიც რაიმე სერიოზულს ცუდს არ იტყვიან და დღესც დამტკიცდება ქალბატონი ეგანას უდანაშაულობა.
დირექტორმა არ იცოდა, ვინაიდან ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ეგანამ უთხრა, რომ რაიონში არის და რამდენიმე დღეში მოვიყვან,“ - ამბობს ადვოკატი.
როგორც საქმის პროკურორი ამტკიცებს, დირექტორს სკოლის გაცდენასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა.
გვაქვს ინფორმაცია ასეთი, რომ ისაუბრებენ ზოგადად, აითაჯის სკოლაში სიარულთან დაკავშირებით და ასევე, მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები, იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე როცა მოხდა მისი მოტაცება.
სკოლის გაცდენასთან დაკავშირებით დირექტორს ინფორმაცია ჰქონდა და ამასთან მიმართებით მან გარკვეული სახის ზომები მიიღო. მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ მოტაცების და შემდეგ განვითარებული მოვლენების თაობაზე, თუმცა მათ თავი შეიკავეს გამოძიებაში ამ ინფორმაციის გამხელისგან, ვინაიდან ეს ინფორმაცია მათი შვილის საწინააღმდეგო იყო, თუმცა დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ შეეკითხება ბრალდების მხარე და ვნახავთ, რას იტყვიან,“ - ამბობს პროკურორი.
მტკიცებულებების გამოკვლევა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და ბრალი წარედგინოთ როგორც სკოლის დირექტორს, ასევე აითაჯის მკვლელობაში ბრალდებულის მშობლებს.