როგორ უნდა ჩაერთოს სააკაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში - ჯანაშია ზურაბიშვილის როლზე საუბრობს

02.02.24 15:42
როგორ უნდა ჩაერთოს სააკაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში - ჯანაშია ზურაბიშვილის როლზე საუბრობს

ენმ-ს წევრი თემურ ჯანაშია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლება დიდწილად პრეზიდენტზეა დამოკიდებული. ოპოზიციის წევრის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯით ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება შეუძლია.

ჯანაშია ასევე ამბობს, რომ კეთილი ნების შემთხვევაში პრეზიდენტს სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაც შეუძლია. 

ესაა დამოკიდებული თუნდაც პრეზიდენტზე, რომელმაც პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას პოლარიზაციის დასრულებისთვის, მასვე შეუძლია მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამბობს თემურ ჯანაშია. 

გადაცემა "რეაქციაში" ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვას, ვიხილავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ენმ-ს თავმჯდომარედ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე პირდაპირ არ პასუხობს. კირკიტაძემ თქვა, რომ  ენმ-ში ყველას გაუხარდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ისეთი შესაძლებლობები ექნება, რაც სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს აქვთ ამ ქვეყანაში.