საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნის მორალური უფლება არ აქვს - მიქანაძე სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნა ამორალური იქნება. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ეს მესამე პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა იქნება.
საკუთარ ქვეყანაზეც კი უარი თქვა, როდესაც საკუთარი განცხადებით მიმართა პრეზიდენტს და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ახლა ეს ადამიანი თურმე ამჟავნებს სურვილს, რომ კვლავ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ყველაფრის ფონზე მას არ აქვს არც მორალური უფლება და არანაირი უფლება იმის, რომ ასეთი მოთხოვნა დააყენოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ეს იქნება მისი მხრიდან კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის და ხალხის შეურაცხყოფა, - ამბობს გივი მიქანაძე.