მთავრობის შემადგენლობა ცნობილია - ვინ იქნება კობახიძის კაბინეტში?

02.02.24 17:34
მთავრობის შემადგენლობა ცნობილია - ვინ იქნება კობახიძის კაბინეტში?

მთავრობის შემადგენლობა ცნობილია - პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა, თუმცა ახალი წევრი მხოლოდ ირაკლი ჩიქოვანი იქნება, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. 

ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და მთავრობის კაბინეტი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. სამთავრობო პროგრამის სახელია - „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“.

  • განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია
  • ეკონომიკის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი
  • იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე
  • კულტურის მინისტრი - თეა წულუკიანი
  • ჯანდაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი