არასერიოზული შეფასება - არასამთავრობოები მოსამართლეებს პასუხობენ
მოსამართლეების კრიტიკას არასამთავრობოები პასუხობენ. "საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ უცხოელი პარტნიორები ინფორმაციებს სხვადასხვა წყაროდან იღებენ და მხოლოდ მათ არ ეყრდნობიან.
ძალიან არასერიოზულია ასეთი შეფასება, ჩვენი პარტნიორები რა თქმა უნდა ჩვენც გვისმენენ და ასევე შესაბამის კონსულტაციებს გადიან სხვადასხვა წრეებთან, ბევრი წყაროდან იღებენ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ამის შემდეგ აკეთებენ შეფასებებს. მათი ძალაუფლება შესაძლებელია შემცირდეს რეფორმების შედეგად, შესაძლებელია გულისხმობდეს სანქციებსაც", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლეებმა არასამთავრობოების მხრიდან ტერმინი კლანის გამოყენება გააპროტესტეს და თქვეს, რომ უცხოელ პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.