რა ფორმით ჩაერთვება სააკაშვილი წინასაარჩევნო პროცესებში და მიმართავს თუ არა ზურაბიშვილს მოქალაქეობის აღსადგენად?
რა გეგმა აქვს მიხეილ სააკაშვილს? - პატიმარი პრეზიდენტი "ვივა-მედიდან" აანონსებს, რომ მალე ბრძოლაში საკუთარ ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთავს.
მესამე პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას აქტიურად გეგმავს, თუმცა როგორ? - ეს არის ახლა მთავარი კითხვა. სააკაშვილი მსჯავრდებულია და მას საქართველოს მოქალქეობა ჩამორთმეული აქვს. ეს კი კანონმდებლობით ბარიერია პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად.
მიმართავს თუ არა პატიმარი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეობის აღსადგენად? - ამ კითხვაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ არ პასუხობენ, თუმცა არ მალავენ, რომ აქტიურად მუშაობენ გეგმაზე, თუ რა ფორმით და სტატუსით გააქტიურდება მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში. ერთადერთი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი 2024 წლის არჩევნებში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.