რა ხდება საავტორო უფლებების ასოციაციაში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

02.02.24 19:05
რა ხდება საავტორო უფლებების ასოციაციაში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსური პოლიცია საავტორო უფლებების ასოციაციაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება - რადგან განცხადების ავტორები საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს მათი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისებაში ადანაშაულებენ.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილი). 

საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით,  საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას   ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ," - წერია განცხადებაში.

საავტორო უფლებების ასოციაციაში ფინანსური პოლიცია შევიდა. ამ წუთებში ოფისში ჩხერკა მიმდინარეობს