მოშე გლუკჰაფტი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს

02.02.24 20:16
მოშე გლუკჰაფტი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს

მოშე გლუკჰაფტი კობახიძეს პრემიერობას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ირაკლი კობახიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ვულოცავ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს! ერთ-ერთი ყველაზე ბრძენ, მგრძნობიარე და გაწონასწორებულ პოლიტიკოსს პოლიტიკურ ასპარეზზე. ის არის სწორი ადამიანი, რომელიც ამ გარდამტეხ მომენტში საქართველო ევროპასთან მიერთებას უზრუნველყოფს. გილოცავ, მეგობარო! - წერს მოშე  გლუკჰაფტი.

მოშე კლუგჰაპტი  ხელისუფლების ბოლო არჩევნების მთავარი პიარ ტექნოლოგი იყო. სწორედ ის ასოცირდება სისხლიანი ბანერების კამპანიასთან. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ ზიზღზე და სიძულვილზე დაყდნობილ კამპანიის ავტორთან კონტრაქტი გაწყვიტა.