კობახიძე დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის სურვილს აბრალებდა და დღეს როგორ ფიქრობს? - აქუბარდია

03.02.24 11:21
კობახიძე  დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვის სურვილს აბრალებდა და დღეს როგორ ფიქრობს? - აქუბარდია

როგორი საგარეო კურსი ექნება კობახიძის მთავრობას? - თეონა აქუბარდიას აინტერესებს, როგორ შეასრულებს ახალი მთავრობა ევროპკავშირის 9 რეკომენდაციას და ასევე პირადად კობახიძისგან აინტერესებს, რას ფიქრობს დღეს პრემიერობის კანდიდატი დასავლეთზე - სურს მას საქართველოს ომში ჩართვა თუ არა?

ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ასევე მნიშვნელოვანია ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიის ეფექტურება  და ის რომ ამ საკითხს ზედამხედველობა გაეწიოს.

განსაკუთრებით, ჩემი ინტერესის სფერო არის მთავრობის ის ვალდებულება, რაც 9 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე ომში ჩართვის სურვილს აბრალებდა დასავლეთს და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ექნება ქვეყანას, თუ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, დღეს როგორ ფიქრობს. რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიის ეფექტურება, რასაც "ქართული ოცნება", მიუხედავად იმისა, რომ 2018 მთავრობის დადგენილება არსებობს, თავი არ მოუკლავს. მნიშვნელოვანია, რომ რახან პროგრამაში ეს საკითხი გაჩნდა, ამაზე პარლამენტიდან ზედამხედველობა იყოს" - ამბობს აქუბარდია.