კობახიძის ახალი სამთავრობო პროგრამა არის ვერსია იმ ფარსისა, რასაც წარმოადგენს "ოცნება" - გეგელია
მზადება ახალი მთავრობის დასამტკიცებლად - კობახიძე ღარიბაშვილის კაბინეტის ოფიციალურად გადასაბარებლად ემზადება. მზადებაა პარლამენტშიც. მომავალი კვირიდან დეპუტატებმა კობახიძის მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადონ. თუმცა, ის, რაც კობახიძემ პროგრამაში ჩაწერა, არავის მოსწონს "ოცნების" გარდა.
ოპოზიციას კითხვები აქვს. პოლიტიკოსებს აინტერესებთ, როგორ აპირებს ახალი პრემიერი ევროკავშირის 9 დათქმის შესრულებას, რა გაკეთდება დეოკუპაციისთვის და რა საჭირო იყო, ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნის, პრიორიტეტებში ჩინეთის მოხსენიება.
ახალი სამთავრობო პროგრამა არის ვერსია იმ ფარსისა, რასაც წარმოადგენს "ოცნება". ამავე დროს, აქ ჩვენ ვხედავთ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღმავება, რაც შეიცავს ბუნდოვანებას და ბადებს მთელ რიგ კითხვებს, რამდენად თანხვედრაშია ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულ, საგარეო და სუაფრთხოების ინტერესებთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ კონკრეტიკას 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს რეფორმების გატარებას, რადგანც ის ემსახურება რუსეთს", - აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.