თმის ვარცხნილობის ფორმა შეიცვალეს პრემიერ-მინისტრებმა, მეტი არაფერი შეცვლილა - მანჯგალაძე
თმის ვარცხნილობის ფორმა შეიცვალეს პრემიერ-მინისტრებმა, მეტი არაფერი შეცვლილა - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე სამთავრობო ცვლილებებს.
მანჯგალაძის თქმით, "ოცნებამ" კომუნისტური პარტია აღადგინა საქართველოში და ფიქრობ, რომ ეს მოდელი მმართველმა გუნდმა მისი ახალი პარტნიორი ჩინეთისგან გადმოიღო.
თურმე ღარიბაშვილი საუკეთესო ყოფილა, კობახიძე საუკეთესო ყოფილა, ჯუანშერ ბურჭულაძეც საუკეთესო ყოფილა, ნატოში მიდის თურმე. ყველა თუ საუკეთესო ყოფილა, აბა ცვლილებები რას ქვია? მე არ მგონია საქართველოს მთავარი პრობლემა იყოს თმის ვარცხნილობის ფორმა. თმის ვარცხნილობის ფორმა შეიცვალეს პრემიერ-მინისტრებმა, მეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი არ შეცვლილა. სინამდვილეში, ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარე კი არ არის, ღარიბაშვილი არის მდივანი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არის "ოცნების" გენერალური მდივანი. აი ასეთი კომუნისტური პარტია აღადგინეს საქართველოში, ეტყობა ჩინეთიდან გადმოიღეს", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.