საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ბუტაფორიაა - იაგო ხვიჩია
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ბუტაფორიაა და ამ პოსტზე ცვლილება სინამდვილეში არაფერს ნიშნავს.
მისი თქმით, საქართველოში ბოლო რეალური პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილი, ხოლო წინა ხელისუფლების დროს ზურაბ ჟვანია.
არაფერი მოულოდნელი აქ არ მომხდარა, ყველასთვის ეს მოსალოდნელობა იყო, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გამოეწვია. საქართველოში ბოლო რეალური პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილი და საერთოდ, წინა მთავრობის დროსაც ერთადერთი რეალური პრემიერი გვყავდა - ზურაბ ჟვანია. საქართველოში ეს თანამდებობა, როგორც წესი, არის ბუტაფორია და არაფერს არ ნიშნავს პრემიერების ცვლილება", - ამბობს ხვიჩია.