ხმაური პარლამენტში - ირაკლი ღარიბაშვილს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთეს (ვიდეო)

28.06.21 14:22
ხმაური პარლამენტში - ირაკლი ღარიბაშვილს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთეს (ვიდეო)

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში -  ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთეს. 

,,ენმ"-ს დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. 

ინციდენტის გამო მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლა დროებით შეფერხდა. ფაქტს უმრავლესობის წევრი დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ნონა მამულაშვილის ქმედება პარლამენტის თავმჯდომარემ გააპროტესტა.

ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს რომ აჟღერებთ. ბრწყინვალე მაგალითია!, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

სხდომა ჰიმნის გამორთვის შემდეგ განახლდა.