სასამართლომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

03.02.24 19:13
სასამართლომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გდაწყვეტილებით, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 

ორივე მათგანს 3000-3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ.

სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ისინი 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს.