"შენზე ცუდი ხმები მომდის" - ბიძინა ივანიშვილი თეა წულუკიანზე უკიდურესად გაბრაზებულია?!
ბიძინა ივანიშვილი თეა წულუკიანზე უკიდურესად გაბრაზებულია - წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ქართველმა ოლიგარქმა კულტურის მინისტრს 30 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე, მისალმებისას უთხრა - "შენზე ცუდი ხმები მომდის", "როგორ მოახერხე და მთელი კულტურის სფერო გადამკიდეო".
კულტურის მინისტრს ხელოვენები ცენზურის დაწესების გამო აუმხედრდნენ. მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან ისეთები, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებად მოიაზრებენ.
რა ბედი ელის წულუკიან, ეს სავარაუდოდ სამ თვეში გაირკვევა, როცა "შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, მინისტრთა კაბინეტში დიდი ცვლილებებია მოალოდნელი.