კომპანია, რომელიც კულტურის სამინისტროს არემონტებდა, წულუკიანმა გააძევა და მუშები ჭორვილადან ჩამოიყვანა

03.02.24 23:40
კომპანია, რომელიც კულტურის სამინისტროს არემონტებდა,  წულუკიანმა გააძევა და მუშები ჭორვილადან ჩამოიყვანა

მილიონები მინისტრის კაპრიზებში - კომპანია, რომელიც კულტურის სამინისტროს არემონტებდა, თეა წულუკიანმა გააძევა და მუშები ჭორვილადან ჩამოიყვანა. არადა უწყების რემონტი ხალხს 4 336 523 ლარი უკვე დაუჯდა. როცა, ყველას ეგონა, რომ ყველაფერი მორჩა, თეა წულუკიანმა დამატებით 2 000 000 ლარი გამოყო. 

"შაბათის ეთერმა" კახა გოგატიშვილს მიაკვლია - კ და გ-ს დირექტორი. სამშენებლო კომპანია ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლიდან, თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს რემონტისთვის დაიქირავა. ოლიგარქის თანასოფლელმა ორ მილიონ 200 ათას ლარიანი დაკვეთა ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვით მიიღო. 

გამომძიებელი ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ მიაგნო თეა წულუკიანმა სამშენებლო კომპანიას ჭორვილაში, რომ თბილისში სანაპიროს ქუჩაზე კულტურის სამინისტროს გაარემონტებინა. 

სამშენებლო კომპანია, რომელიც კულტურის სამინსიტროს ერთი სართულის რემონტსა და ღობის მოწყობაში ორი მილიონ 276 ათას ლარს მიიღებს, ბიძინა ივანიშვილის მეზობლად ჭორვილაში, მისი დამფუძნებლის მამაპაპისეული სახლშია რეგისტრირებული. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მშენებლებმა ჭორვილიდან 2 წლის წინ კულტურის სამინისტროში დაწყებული რემონტი მაისამდე უნდა დაასრულონ. 

კულტურის სამინისტროს რემონტი, ჭორვილაში რეგისტრირებული კომპანიას იმავე სცენარით დაუკვეთეს, როგორც წერეთლის გამზირი ბერა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენს. ჯერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც სამინისტროს დიდი ნაწილი მათ წულუკიანის კაბინეტი გაარემონტა კონტრაქტი გაუწყვიტეს, შემდეგ კი უკვე სასწრაფოდ პირდაპირი მიყიდვის წესით მშენებელი კომპანია ჭორვილაში ივანიშვილის მეზობლად იპოვეს. 

მილიონები თეა წულუკიანის კაპრიზებში - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი