EU-თან კიდევ უფრო დაახლოება და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების აღმოფხვრა - დაიგა მირიენა "ოცნებას" მიმართავს
„რუსეთი კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგანაა“ - ეს განცხადება ლატვიის პარლამენტის სპიკერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა. დაიგა მირინა ვაშინგტონში ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. სამი ქვეყნის ოფიციალური პირი დასავლეთს უხსნის, რა მნიშვნელობა აქვს უკრაინაში რუსეთის დამარცხებას, რადგან ყველა ხვდება, რომ თუ პუტინი ომში გაიმარჯვებს, სამხედრო აგრესიის პირისპირ ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი აღმოჩნდებიან.
ამ დღეებში მოვისმინეთ შეფასება, რომ რუსეთს კიბოს ადარებენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კიბოზე უარესია. რუსეთის საცეცები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და ძალიან ბევრ ადგილს სწვდება. რუსეთის მოქალაქეები ყველაგნა არიან და ავრცელებ ქაოსს, არეულობას, ცდილობენ, დემოკრატიებს დაესხან თავს. თუ მშვიდობის მიღწევა გვსურს, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყელაფერი, რაც შეგვიძლია. უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველანაირი, განსაკუთრებით კი სამხედრო დახმარება. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღე, როცა ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაგვიანებთ, ბრძოლის ველზე ადამიანები იღუპებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გააგვეცა ჩვენი პირადი გამოცდილება, გაგვეზიარებინა ჩვენი ისტორიით ნასწავლი გაკვეთილები. ვფიქრობ, მნიშნელოვანია, რომ ეს გზავნილი ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანამე მივიდეს. რუსეთის აგრესია თავისით არ შეჩერდება. თუკი ჩვენ მას ახლა არ შევაჩერებთ, მომავალში უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს, - განაცხადა ლატვიის პარლამენტის სპიკერმა.
ვაშინგტონში საქართველოზეც ისაუბრეს. ლატვიის პარლამენტის სპიკერმა საქართველოს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და თქვა, რომ ლატვიას 10 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ რეფორმები განეხორციელებინა და საზოგადოების აზროვნება შეეცვალა. მათ შორის, ჩაატარეს მართლმსაჯულების რეფორმაც, რის შემდეგაც მათი ევროინტეგრაცია მოხდა.
მისი თქმით, დემოკრატიას საქართველოს ლანგრით არავინ მიართმევს. ევროპელი პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ რუსულ საფრთხეებთან საბრძოლველად ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
უპირველესად გეტყვით, რომ ჩვენ მართლა ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. კარგად გვახსოვს მომენტი, როდესაც ეს სტატუსი ლატვიამ მიიღო. თავდაპირველად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენი წევრობის მოსამზადებლად ძალიან, ძალიან მძიმე შრომისა და მუშაობის 10 წელი. ჩვენ უნდა გაგვეტარებინა რეფორმები: მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვის, უნდა შეგვეცვალა ჩვენი აზროვნება და ის, თუ როგორ ვფიქრობდით ამა თუ იმ საკითხზე. გეტყვით, რომ ლატვიაშიც გვაქვს მსგავსი სიტუაცია. რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს, რუსეთი ეძებს და პოულობს ჩვენს სუსტ წერტილებს. ის ცდილობს ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ჯარების, ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს, ცდილობს დაჰყოს ჩვენი საზოგადოებები, მაგრამ ჩვენ რუსეთს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. იმაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე რუსული დეზინფორომაციაა. საქართველომ ამას უნდა ებრძოლოს. ემკრატიას ლამბაქზე ვერავინ მოგვართმევს. ეს ჩვენი ბრძოლაა, ამისთვის უნდა ვიმუშავოთ. მას შემდეგაც, რაც ევროკავშირს შეუერთდებით, კვლავ დაგჭირდებათ თქვენი ემოკრატიისთვის ბრძოლა, ამას კი თავისი საფასური აქვს, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, - ამბობს დაიგა მირიენა.