კრემლის საინფორმაციო ომი და საფრთხეები - "ოცნებას" ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს

04.02.24 17:35
კრემლის საინფორმაციო ომი და საფრთხეები - "ოცნებას" ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს

კრემლის მიერ გამოცხადებული საინფორმაციო ომი და საფრთხეები - რა პრევენციული ნაბიჯებით ებრძვის რუსულ პროპაგანდას "ქართული ოცნება"? 

"ამერიკის ხმასთან" ლატვიის პარლამენტის სპიკერის ინტერვიუს შემდეგ "პირველებმა" კითხვით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ, რეალურად, ქვეყანაში დეზინფორმაციას ოპოზიცია და კრიტიკული მედია ავრცელებს. 

საქართველოს ხელისუფლებას კითხვები აქვს ევროკავშირთან დაკავშირებითო? ამას ეუბნებით და ის ქალბატონიც ამას ამბობს. მე მგონია, რომ საქართველოში ამ ბოლო ხანებში საკმაოდ ბევრი ადამიანი დაკავდა, რეალურად, დეიზინფორმაციით და თუ ამას შეეშვებიან და თუ ამას შეეშვებით, მით უკეთესი იქნება თქვენთვის, თორემ მაინც და მაინც სრიოზული პერსპექტივა ამ საქმეს რეალურად არ აქვს, როგორც ეს ჰქონდა, მაგალითად, სააკაშვილი წამების საკითხს, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

ლატვიის  პარლამენტის სპიკერმა "ამერიკის ხმასთან" თქვა, რომ რუსეთი კიბოზე უარესია, რადგან მისი საცეცები მტელ მსოფლიოშია მიმოფანტული.  დაიგა მირიენას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები ყველგან ქაოსის და არეულობის მოწყობას ცდილობენ.