პარლამენტმა კობახიძის კაბინეტის წევრების მოსმენა დაიწყო - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
პარლამენტმა ირაკლი კობახიძის კაბინეტის წევრების მოსმენა დაიწყო. საკანონდემბლო ორგანოში ამ წუთებში გომელაური, ბრეგაძე, ჩიქოვანი და ახვლედიანი იმყოფებიან.
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შეკრებილებს პირველი შინაგან საქმეთა მინისტობის კანდიდატმა მიმართა. გომელაურის ინფორმაციით, მალე სასაზღვრო პოლიციას ორი ახალი შვეულმფრენი ეყოლება. სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძეც.
ცოტა ხნის წინ გაერთიანებული კომიტეტის წევრებს სიტყვით ირაკლი ჩიქოვანმაც მიმართა. ის დღეს ყოფილი კოლეგების წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარდგა. მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ასევე მადლობა უთხრა ირაკლი კობახიძესაც გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ტავდავის მინისტრის პოსტზე მისთვის მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცები იქნებიან.
ჩემთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა ტავდაცვის მინისტრპბის კანდიდატად ვიყო წარმოდგენილი თქვენს წინაშე. მინდა ამ ნდობისთვის მადლობა გადავუხადო მთელ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა, სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დარბაზშია ოპოზიცია დაა ხმაურიანი დებატებისთვის ემზადება. დეპუტატებს ყველაზე მეტი კითხვა თავდაცვის მომავალ მინისტრთან აქვთ. ოპოზიციას აინტერესებს, რა გეგმა რუსული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად კობახიძის კაბინეტის ერთადერთ ახალ წევრს და როგორ აპირებს ის საქართველოსს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას.
უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს ნდობას საკანონმდებლო ორგანოში მყოფი არცერთი ოპოზიციონერი არ განუცხადებს.
მმართველ პარტიაში კი ამტკიცებენ, რომ ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი ღირსეული კანიდატებისგან შედგება.
თავიდან, მოგეხსენებათ, რომ გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე იქნება განხილვები, შემდგომ უკვე იქნება ოპოზიციის შეხვედრაც, უმრავლესობის შეხვედრაც და უკვე ხუთშაბათს პლენარულ სხდომაზე იქნება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის განხილვის პროცედურა. მემგონი, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ვის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ოპოზიცია უმრავლესობის მთავრობას დაუჭერდა მხარს? უმრავლესობის მხრიდან, რა თქმა უნდა, ცალსახად ექნება მხარდაჭერა მთავრობას, - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.