არ მესმის, ჩვენ არ გვინდა თავმჯდომარის მოადგილეო, აბა, მე ვინ დავამტკიცე? - იაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია ,,ნაცმოძრაობას" ბრალდებას უყენებს. ,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ,,ენმ" პარლამენტში შესვლისას აცხადებდა, რომ თანამდებობებს საკანონმდებლო ორგანოში არ მიიღებდა, თუმცა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დღეს ,,ნაცმოძრაობის" წევრი, მანუჩარ კვირკველია, დაამტკიცეს.
ვერაფრით ვივიწყებ იმ ფაქტს, როცა შემოვდიოდით პარლამენტში, რა დღეში იყვნენ ნაცები. ამასთან დაკავშირებით არანაირი ბოდიშის წერილი არ მიმიღია, არც ყურში უთქვიათ, რომ მაშინ მართლები არ ვიყავით, ახლა უბრალოდ დავინახე, რომ თანამდებობებს ითხოვენ, მომეჩვენა უცნაურად, ამიტომ დავწერე,
დღეს ღირსეული სპორტსმენი, მანუჩარ კვირკველია, დავამტკიცეთ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, შესაბამისად, არ მესმის, რომ ჩვენ არ გვინდა თავმჯდომარის მოადგილეო, აბა, მე ვინ დავამტკიცე? - იაგო ხვიჩია.
,,გირჩის" ლიდერმა დღეს საოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ,,ნაცმოძრაობამ" პარლამენტს კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე საკუთარი კანდიდატურების სია მიაწოდა.
,,ნაცმოძრაობამ" განაცხადა, რომ ეს ფორმალური წინადადება იყო და პარტია პარლამენტში თანამდებობების მიღებას არ აპირებს.