პარლამენტში თანამდებობებს არ მივიღებთ, კოლეგების ნერვიულობა ფუჭია- ლევან ხაბეიშვილი
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი "გირჩის" ლიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თანამდებობებს არ მიიღებს.
ხაბეიშვილის განმარტებით, პარტიის წევრთა განცხადება ფორმალური ხასიათის იყო, რადგან ფრაქცია ვალდებულია, ეს გაეკეთებინა.
დეპუტატის მტკიცებით, არ აპირებენ, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, რომერლიც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას შეეხება.
როცა შემოვედით, მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ არც ერთ თანამდებობას არ დავიკავებთ. შესაბამისად, არც დაგვიკავებია, მეორე, რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოადგილე ვერ სარგებლობს ვერანაირი პრივილეგიით, ვერც ფინასურით, ვერც ავტომობილით, ეს ფორმალური მოადგილის თანამდებობაა, კომიტეტებს მივმართეთ ფორმალურად, რადგან ეს ფრაქციის ვალდებულება იყო, რაც შეეხება კომიტეტებს, ჩვენ უარს ვამბობთ თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო როცა ჩატარდება კენჭისყრა მოადგილის პოსტზე, ჩვენ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ.
არც მიშელის დოკუმენტით გათვალსიწინებულ და არც რეგლამენტით გათვალისწინებულ თანამდებობებს არ მივიღებთ. შესაბამისად, კოლეგების ნერვიულობა ფუჭია - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
,,გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ,,ნაცმოძრაობამ" პარლამენტს კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეობის საკუთარი კანდიდატურები გაუგზავნა.
კოლეგები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩვენ გვლანძღავდნენ, იმის გამო რო პარლამენტში შესასვლელიაო ვიძახდით ახლა თანამდებობებს ითხოვენ - დაწერა იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.