გააატარეთ სასამართლო რეფორმა, დაიცავით დემოკრატია და ფოკუსირდით ფუნდამენტურ საკითხებზე - ჰერჩინსკი "ოცნებას"
გააატარეთ სასამართლო რეფორმა, დაიცავით დემოკრატია და ფოკუსირდით ფუნდამენტურ საკითხებზე - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. "ოცნების" ლიდერები ახლა იმ საპარლამენტო კონფერენციაზე იმყოფებიან, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობენ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები საქართველოს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. კონფერენციაზეა შალვა პაპუაშვილიც, რომელსაც კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა როლი აქვს პარლამენტს რეფორმების გატარების დროს.
სტრატეგიული პარტნიორები ივანიშვილს პარტიას ურჩევენ, ევროკომისიის დათქმებზე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იმუშაონ.
მოდით, ვიყოთ გულახდილები: იყო კარგი და ცუდი გამოცდილებაც ბალკანეთში. ახლა გავქვს სხვა კონტექსტი: ევროკავშირის კარია ასეთი ღია არასდროს ყოფილა. კანონის უზენაესობა, დემოკრატია, სასამართლო - მთავარია, ფოკუსი გაკეთდესფუნდამენტურ საკითხებზე. მთავარია ის, რომ ხალხს უნდა ინტეგრაცია და ეს არის საფუძველი იმის, რომ რეფორმები გაგრძელდეს. რაც შეეხება 9 დათქმას, მოვუწდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს. არ აგვავიწყდეს, რომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ეს 9 დათქმა. სამუშაოში მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. პოლიტიკური კონსესუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
"პირველებმა" "ოცნებას" დღეს ჰკითხა, რატომ არ ძელვა 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას საშუალება, რომ 9 დათქმის შესრულებაში მონაწილოება მიიღოს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი არ არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფრომის წევრები და გამომდინარე აქედან აღნიშნული რეკომენდაიების შესრულებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ამასთან, "ოცნებამ" დღეს პარტია "ლელო" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციას საბოტაჟს უცხადებენ, რადგან 9 დათქმის შესრულებაში მონაწილეობას არ იღებენ.
ცალკეულ პარტიებს ან ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არ მონაწილეობენ პროცესში, ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში აქვს პირდაპირ პოლიტიკური მოტივი საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟის. ამ ყველაფერზე საზოგადოება არის ინფორმირებული. მაგალითად, პარტია "ლელო" პირდაპირ არის დაკავებული საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟით, როდესაც უარს აცხადებს, ჩაერთოს ევრორეკომენდაციების და ევროპული გეგმის გახორციელების პროცესში. დღეს ელჩმა ამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.