"დამრიგებელი ხართ?" "ნუ გამიკონტროლებთ შეკითხვების შინაარსს" - კამათი კომიტეტზე

05.02.24 11:54
"დამრიგებელი ხართ?" "ნუ გამიკონტროლებთ შეკითხვების შინაარსს" - კამათი კომიტეტზე

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კითხვების დასმის დროს მმართველი პარტიის წევრები რეპლიკებს აკეთებენ.

ნუ გამიკონტროლებთ შეკითხვების შინაარსს - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ანრი ოხანაშვილს.

ანა ნაცვლიშვილი შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით შს მინისტრობის კანდიდატთან ვახტანგ გომელაურთან კითხვის დასმას ცდილობდა.

 ვიცი, რომ შოვი ძალიან მწვავე საკითხია თქვენთვის, იმიტომ, რომ ყველანი ამ დანაშაულის თანამონაწილეები ხართ. როცა სახელმწიფომ ვერ შეძლო ამის პრევენცია, მაშინ, როდესაც თქვენმა უწყებამ ვერ შეძლო სწრაფი და ეფექტური რეაგირება და დღეს განახორციელებთ სრულყოფილ და სამართლიან გამოძიებას ამასთან დაკავშირებით, რომ გარანტია მაინც ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილს ანრი ოხანაშვილმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა.

ვინ გგრონიათ თქვენი თავი?... დამრიგებელი ხართ, ვინ ხართ?... ნუ ქილიკობთ ... ნუ ცდილობთ კოლეგებზე შეურაცხყოფის მიყენებას.... თქვენც ხართ ის დეპუტატი, ვინც ჩარტერული რეისით  სამხედროების გამგზავრებას ითხოვდით," - მიმართა ოხანაშვილმა ნაცვილშვილს.                             

მსგავსი სიახლეები