ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება - დიმიტრი ხუნდაძე

28.06.21 15:33
ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება  - დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, აცხადებს, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან. ხუნდაძე ასევე ტყუილს უწოდებს იმასაც, რომ ქვეყანას ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ უკანასკნელ წლებში ტოვებს. 

ბავშვები ხშირად იღუპებიან, ხშირად არის სპეკულაცია ამ სოციალური თემით და განსაკუთრებით ბავშვებით. ეს არის აბსოლუტური  ტყუილი. საბედნიეროდ, ქვეყანაში შიმშილით მიუხედავად არასრულფასოვანი კვებისა და სიღარიბის ჯერ კიდე დაუძლეველი პრობლემისა, ქვეყანაში არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება. ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან თითქოს ახლა ბოლო წლებში ტოვებს ქვეყანას. ესეც არის ტყუილი. ყველაზე  მეტი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან 2009,2010, 2011 წლებში, - აცხადებს ხუნდაძე. 
 

 პარლამენტის სხდომაზე დღეს პრემიერი კომიტეტის თავმდჯომარეების, დამოუკიდებელი დეპუტატების და ფრაქციების წარმომადგელების გამოსვლებს მოისმენს, რომლებიც ღარიბაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გააჟღერებენ. 

მსგავსი სიახლეები