ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში - ჩიქოვანი

05.02.24 12:20
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში - ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა. ჩიქოვანმა ივანიშვილის გარდა, გამოყო ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის როლი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. 

დიდი პატივია, პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის," - ამბობს ჩიქოვანი.

მსგავსი სიახლეები