"სუფთა კაცური კაცია" - ინჯია ჩიქოვანზე

05.02.24 12:31
"სუფთა კაცური კაცია" - ინჯია ჩიქოვანზე

"სუფთა კაცური კაცია. გაიხარე და გისურვებ წარმატებას," - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს, რომელმაც 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამა წარადგინა. 

აქ დაისვა კითხვა ბატონ ირაკლი ჩიქოვანზე – რა შეიცვალაო? პირველ რიგში შეიცვალა ის, რომ მე მიმაჩნია, ირაკლი ჩიქოვანი ერთ-ერთი სუფთა კაცური კაცია, ნამდვილი… ჯერ ერთი, ის პრემიერობის კანდიდატის ვიწრო გუნდის წევრია და ასეთივე არის სამაგალითო, რა გითხრათ, რა… იქ [თავდაცვის სამინისტროში] ხომ მილიარდ სამასი ათასი ფულია, იქ არის მთელი ინფრასტრუქტურა, ყველაფერია იქ. იმ განვლილი ცხოვრებით, დაწყებული თავდაცვის სამინისტროში იურისტობიდან, კაცი ვერაფერს ვერ იტყვის, მხოლოდ კარგს. სუფთა კაცური კაცია. გაიხარე და გისურვებ წარმატებას“, – მიმართა ფრიდონ ინჯიამ ირაკლი ჩიქოვანს.