"ივანიშვილის ხსენებაზე მიკროფონს რთავთ" - სამადაშვილი ოხანაშვილს
პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვთ.
იმ დროს, როცა დეპუტატები კითხვის დასმის დროს ივანიშვილის სახელს და გვარს ახსენებენ, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მათ მიკროფონს უთიშავს და მოტივად ასახელებს იმას, რომ ოპოზიციონერი კოლეგები შინაარსობრივ კითხვებს არ სვამენ.
ივანიშვილის ხსენებაზე მიკროფონს რთავს კომიტეტი თავმჯდომარე. დავასრულე ივანიშვილის ხსენება, სხვა საკითხებზე ჩამირთე მიკროფონი. არ შეიძლება ხსენება? ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი - თქვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ოლიგარქი არ არის? აბა, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ხსენებაზე მიკროფონს რთავთ დარბაზში? ივანიშვილს თუ არ უნდოდა, რომ ეხსენებინათ, რატომ დაბრუნდა საპატიო თავმჯდომარედ? ოლიგარქი შეურაცხყოფაა? აღწერაა ივანიშვილის ოლიგარქად მისი მოხსენიება," - ამბობს სამადაშვილი.
თუ გსურთ სურილი კორექტულად, დასვით შინაარსობრივი შეკითხვა. ვისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე," - მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს.