ირაკლი პირველი - ღარიბაშვილი, ირაკლი მეორე - კობახიძე - რა კითხვები აქვთ დეპუტატებს მინისტრობის კანდიდატებთან
ნატოში გაწევრიანება თუ ინტეგრაცია - რატომ არის განსხვავებული ჩანაწერი პრემიერის ახალ პროგრამაში? მინისტრობის კანდიდატებთან ოპოზიციონერ დეპუტატებს საკმაოდ მწვავე კითხვები აქვთ.
დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ ითანამშრომლებს ახალი პრემიერი და მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ირაკლი პირველს - ღარიბაშვილს ჩანაწერი პროგრამაში ნატოში გაწევრიანება და ირაკლი მეორეს - ბატონ კობახიძეს ნატოში ინტეგრაცია უწერია სამთავრობო პროგრამაში, რითი უნდა იყოს ეს განპირობებული. საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია გაწევრიანებასთან და ინტეგრაციასთან განსხვავებებს შორის.
მაშინ, როდესაც ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს საჭიროებაზე იყო საუბარი, რომ საქართველოს ცა ყოფილიყო დაცული და არა მხოლოდ თბილისის, პროგრამაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აღარ წერია, მაგრამ საჰაერო თავდაცვა წერია და ჯანდაბას, ვთქვათ, რომ ეს ერთი და იგივეა. თქვენ რას გააკეთებთ, რომ თუნდაც თბილისის ცა იყოს დაცული,“ - ამბობს აქუბარდია.
მე მახსოვს უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება უნდათ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, თვლით, თუ არა იმას, რომ მეორე ფრონტი - ჩვენი პარტნიორების დაძალებით ხდებოდა მეორე ფრონტის აქტუალიზაცია საქართველოში,“ - ამბობს დეკანოიძე.
თქვენი გადანიშვნით, რა იცვლება, ერთი რა საკითხია ისეთი, რომელიც იყო წინა მინისტრის დროს, რაც არ მოგწონდათ, შეცვლას აპირებთ, მას შემდეგ რაც დაინიშნებით ამ თანამდებობაზე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
თუ ხედავთ საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი სიმბოლო0ს თანამშრომლობას? როგორ აპირებთ მასთან თანამშრომლობას? გვახსოვს, რომ წინა მთავრობის პირობებში საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა იყო, ეს ნაწილი მაინც თუ შეიცვლება?“ - ამბობს კორძაია.