„თეონა განსაკუთრებული“, „ხატია მართალი“, „ანა მასწავლებელი“ - "ოცნების" შეფასებები ოპოზიციონერების მიმართ
"მდაბიური, დილეტანტური გამოსვლა" - ასეთი ეპითეტები ისმოდა დღეს პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით.
მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებმა გააღიზიანა, რომელსაც მინისტრობის კანდიდატების მისამართით სვამდნენ.
„თეონა განსაკუთრებული“, „ხატია მართალი“ და „ანა მასწავლებელი“ შეფასებებს აკეთებდნენ, მანამდე მინდა, ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრათ, რომ ეტყობა აქ პრობლემაა და სხდომის დაწყების წინ კარგი იქნება, რომ ადამიანებს უთხრათ, ჩვენ კოლეგებს, რა არის მინისტრის საათი, მინისტრის მოსმენა, რომელი შეკითხვა რა დროს უნდა დაისვას, რომ მინისტრს შეეძლოს სრული პასუხის გაცემა,“ - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაურით მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ, ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა.
სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს არაერთხელ გააწყვეტინა კითხვა, რომლის შინაარსიც არ მოსწონდა