"ზედოზირებით სიკვდილი იაშვიათი არ არის" - ვახტანგ გომელაური
"ფენტალინით" ბოლო დღეებში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა - რას აკეთებს შსს?" - ხატია დეკანოიძის კითხვას შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პასუხობს.
გომელაურის თქმით, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალება მსოფლიოს პრობლემაა.
ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის პირველი და ეს ერთ-ერთი გახმაურდა, თუმცა არ არის იშვიათი, სამწუხაროდ, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები - ახალგაზრდების და მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას, არის ეს პრობლემა. მსოფლიოში გასაგებია, მე არ მინდა, ქვეყნები დავასახელო, 10-ჯერ მეტი, არის ევროპის ქვეყნები, აშშ-ის სხვადასხვა შტატში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, მაგრამ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც ასე უნდა დაიღუპოს, ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება კომპლექსური და არა მარტო შსს-ს.
ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის ეს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, მაგრამ 100-პოროცენტიან გადახურვას ვერ გავაკეთებთ,“ - ამბობს გომელაური.
ნარკოპოლიტიკა უნდა გამკაცრდეს თუ არა - მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ გამკაცრება რიგ შემთხვევებში არაეფექტურია.
მარტო გამკაცრება არ შველის, კომპლექსური სამუშაოა ნარკოტიკების მიმართულებით, რიგ შემთხვევაში არ მუშაობს ეს გამკაცრება,“ - ამბობს გომელაური.